მთავარი / სიახლეები / სერია A / ჰიოვედესი ტურინულ კარიერაზე: “საოცარი იყო, ბუფონმა და კიელინიმ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს”

ჰიოვედესი ტურინულ კარიერაზე: “საოცარი იყო, ბუფონმა და კიელინიმ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს”

ბენედიქტ ჰიოვედესმა 2017-2018 წლების სეზონი იჯარით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა. გერმანელი ტრავმებისგან იტანჯებოდა და მხოლოდ სამჯერ მოირგო „იუვეს“ მაისური, თუმცა ერთი გოლი მაინც გაიტანა.

მიუხედავად ამისა, ბენედიქტი ტურინში გატარებულ პერიოდს ძალიან თბილად და კარგად იხსენებს. ამბობს, რომ ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ.

„შალკედან“ „იუვენტუსში“ წასვლა

„ეს მაწუხებდა, იმედგაცრუებული ვიყავი. განსაკუთრებით განაწყენებული ვიყავი განშორების გზით. არასდროს მითხოვია გარანტიები, მოედანზე ვამტკიცებდი, რომ თამაშის ღირსი ვიყავი ან სიტუაციას ვეგუებოდი. „იუვენტუსში’ განსაკუთრებული გუნდური სულისკვეთება იყო, ბიჭებით მოვიხიბლე. მახსოვს აღფრთოვანება, როდესაც პირველად გასახდელში შევედი. იქ აბსოლუტური ლეგენდები იყვნენ, როგორებიც ბუფონი და კიელინი არიან, ისინი მეხმარებოდნნე, ბედნიერები იყვნენ. „იუვე“ დიდი ოჯახია, სადაც დამაფასეს, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი.

ბუფონმა და კიელინიმ ბევრი ტიტული მოიგეს, მაგრამ მაინც მშიერები არიან. ყოველთვის მოგება უნდოდათ, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მახსოვს ბუფონის გამოსვლა თამაშის წინ, ემოციური იყო, პრაქტიკულად პოეტური, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, იმ დღეს სათადარიგო სკამზე დარჩებოდა. „იუვეში“ ყველა, მათ შორის ვინც არ თამაშობდა გუნდური სულისკვეთებით ცხოვრობდა. ეგო არ იმარჯვებს, მხოლოდ გუნდი იმარჯვებს, ეს რაღაც შესანიშნავი იყო. ჩემს მისვლამდე ერთი წლით ადრე ყველა ფეხბურთელს ჩემპიონატის მოგებისთვის ფერარი გადასცეს, ალტერნატივა თუ მანქანა არ სურდათ, ფულადი პრემია იყო. ეს გვიჩვენებს თუ რა დონეზეა იქ ყველაფერი. გასახდელში არავინ ყოფილა უკმაყოფილო.

კარიერის დასაწყისში ბევრი რამ ვისწავლე მარსელო ბორდონისგან და მლადენ კრსტაიჩისგან. მენტალური თვალსაზრისით კი კიელინისგან და ბუფონისგან ტურინში. ორივემ ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ყველაზე მეტად თამაში დუგლას კოშტას, რიბერისა და რობენის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა“, – თქვა ჰიოვედესმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …