მთავარი / სიახლეები / ჯუზეპე მაროტა: “წელს იტალიის ჩემპიონი ისევ “იუვენტუსი” გახდება”

ჯუზეპე მაროტა: “წელს იტალიის ჩემპიონი ისევ “იუვენტუსი” გახდება”

მილანის „ინტერის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა მიიჩნევს, რომ სკუდეტოს ისევ „იუვენტუსი“ მოიგებს. როგორც მაროტამ თქვა, ტურინულ გრანდს გრძელი და ხარისხიანი სათადარიგო სკამი ჰყავს, რაც გადამწყვეტი იქნება.

„ჩვენ ჯერ კიდევ სეზონის მე-14 ტურში ვიმყოფებით, წელს ჩემპიონობა რთული იქნება. „იუვეს“ ორი ძლიერი გუნდი ჰყავს შემადგენლობით და ვფიქრობ, რომ წელს კიდევ ერთხელ გახდება ჩემპიონი. ყოველშემთხვევაში, ანტონიო კონტესგან ასეთი დაუყოვნებლივი ეფექტის მიღებას არ ველოდებოდი“, – განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა, ხოლო 2019 წლიდან „ინტერში“დასაქმდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …