ტურინის „იუვენტუსის“ მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის ყოფილმა ცოლმა ალენა სერედოვამ ჯიჯისთან დაშორება გაიხსენა. როგორც ჩეხმა მოდელმა განაცხადა, ღალატის შესახებ რადიოდან შეიტყო.
„ბუფონთან დაშორება? მე ვფიქრობ, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ უკეთესი გავხდი. გაიმართლა, ისევ ლამაზი ოჯახი მყავს. ბუფონის ღალატის შესახებ რადიოდან გავიგე. მე ბოლოსწინა ადამიანი ვიყავი, რომელმაც ეს ამბავი გაიგო, ჩემს შემდეგ მამაჩემმა. სახლში ახლაც მაქვს ფოტოები, უცნაურია, მაგრამ ასეა. შეიძლება წარსული უარყო თუ შვილები არ გაკავშირებს, მაგრამ შვილების დროს ამის გაკეთება სასაცილოა. როდესაც პრობლემები შეიქმნა, ბავშვებზე ვფიქრობდი, მაგრამ წარსულის მიმართ ნაკლებად იმპულსური ვიყავი“, – თქვა სერედოვამ.