ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მე-300 გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
საიუბილეო აარონ რემზის გოლი გამოდგა მოსკოვის „ლოკომოტივის“ კარში. „იუვე“ მეხუთე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 300 გოლი მიითვალა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რემზი ტურინული გუნდის ისტორიაში პირველი ბრიტანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავი გამოიჩინა.
„რეალი“ – 560 გოლი
„ბარსელონა“ – 506 გოლი
„ბაიერნი“ – 472 გოლი
„მანჩესტერი“ – 373 გოლი
„იუვენტუსი“ – 301 გოლი