ტურინის „იუვენტუსის“ მცველ მატიას დე ლიხტს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გაშვებული გოლიც მას დააბრალეს. თუმცა, ჰოლანდიელი კრიტიკოსებს არ უსმენს და მიიჩნევს, რომ კარგად ითამაშა.
„თუ 72-ე წუთზე მარცხდები, გამარჯვება ადვილი აღარაა. ძალიან რთულია საგოლე მომენტის შექმნა ასეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც მთელი გუნდით დაცვაში დგას, ხოლო თუ გოლსაც გაუშვებ, ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. ძნელი საღამო იყო, მაგრამ საბოლოოდ მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
კრიტიკის არ მესმის, ვფიქრობ კარგად ვითამაშე. მყარი და სტაბილური ვიყავი, არ დამიშვია ბევრი შეცდომა. უბრალოდ ჩემი საქმე უნდა გამეკეთებინა, „ლოკომოტივს“ კი კარში პრაქტიკულად არ დაურტყამს“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ “იუვემ” “ლოკომოტივი” 2:1 დაამარცხა და D ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს.