გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის იუვენტუსი ზაფხულში ახალგაზრდა იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებას ეცდება.
ტურინული კლუბი მზად არის ზაფხულში, 20 წლის მეკარეს შესთავაზოს 5 წლიანი კონტრაქტი წელიწადში ხელფასის სახით 9 მილიონი ევრო და ის დროთა განმავლობაში გაიზრდება. ახლა მეკარე იღებს წელიწადში 6 მილიონ ევროს.
ბიანკონერის ხელმძღვანელობა ტრანსფერზე მუშაობს ჯანლუიჯი დონარუმას აგენტთან მინო რაიოლასთან ერთად, რომელთანაც კლუბმა კარგი ურთიერთობები დაამყარა მცველი მატეის დე ლიხტის საზაფხულო გარიგების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტი მილანთან 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.