Yearly Archives: 2018

“იუვენტუსის” ქართული ფანკლუბი გილოცავთ ახალ წელს!

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ქართული ფანკლუბი JUVENTUS.GE-ს ვებგვერდის მომხმარებლებს გილოცავთ ახალ, 2019 წელს. გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს, წარმატებებსა და “იუვენტუსის” შესახებ სასიხარულო ინფორმაციების გაცნობას.

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ტონალის შეძენის გეგმა შეიმუშავა

ტურინის „იუვეტუსი“ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მთავარი სამიზნე „ბრეშას“ ნიჭიერი ნახევარმცველი სანდრო ტონალია. Calciomercato-ს ცნობით, ფაბიო პარატიჩიმ უკვე შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც 18 წლის ფეხბურთელს გადაიბირებს. როგორც ცნობილი ხდება, „იუვეს“ მიზანია ტონალი იანვარში გაიფორმოს, მაგრამ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფეხბურთელი იჯარით ლომბარდიაში დატოვოს. თუ „ბრეშა“ სერია A-ს საგზურს მოიპოვებს, საიჯარო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “მთავარი გუნდის გამარჯვებაა და არა პირადი ჯილდოები”

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, მისთვის ინდივიდუალურ ჯილდოებზე მნიშვნელოვანი „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრებების გამარჯვებებია. ამისთვის კი, დიდი შრომაა საჭირო და ამას აკეთებს კიდეც. აღსანიშნავია, რომ რონალდუ პორტუგალიის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა და ეს კომენტარიც სწორედ პრიზის მიღების შემდეგ გააკეთა: „ინდივიდუალური ჯილდოებით შეპყრობილი არ ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. არ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” რემსისთან კონტრაქტი შეათანხმა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. რემსი „იუვესთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით 6.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება. კერძოდ, თუ სეზონში უელსელი მატჩების 70%-ს ჩაატარებს, მისი გასამრჯელო 8 მილიონ ევროს გაუტოლდება. შეგახსენებთ, რომ რემსის „არსენალთან“ კონტრაქტი …

სრულად წაკითხვა »

შავ-თეთრების 2018 წელი – შეჯამება

შავ-თეთრების 2018 წელი - შეჯამება

ორი ტიტული – ზედიზედ მე-7 სკუდეტო და მიჯრით მე-4 იტალიის თასი. რეკორდები, ჯიჯი ბუფონთან და კლაუდიო მარკიზიოსთან დამშვიდობება, ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება, კრიშტიანუ რონალდუს ისტორიული ტრანსფერი, გამარჯვებები ლეგენდარულ სტადიონებზე – ეს, ის გამორჩეული მომენტებია, რომელსაც „იუვენტუსმა“ 2018 წელს მიაღწია. JUVENTUS.GE ეცდება, რომ განვლილი კალენდარული წელი მაქსიმალურად გაიხსენოს. ზედიზედ მე-7 სკუდეტო „იუვენტუსისთვის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წლის ბოლო შეხვედრაში გენუის „სამპდორია“ 2:1 დაამარცხა და შვებულებაში კარგ ხასიათზე გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: პერინი 5.5 – ძირითადში შჩესნი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახურებისას დაშავდა და პერინიც ამიტომ გამოჩნდა მოედანზე. კვალიარელას პენალტით მისი ტურინული მშრალი სერია დასრულდა. ბოლოს კი ძალიან გარისკა. საპონარას მეორე გოლის დროს, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “სკუდეტომდე 37 ქულაა დარჩენილი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით წლის გამარჯვებით დასრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ალეგრიმ თქვა, რომ სკუდეტომდე 37 ქულის მოპოვებაღა დარჩა. „37 – ეს არის ქულათა რაოდენობა, რომელიც სკუდესთან გვაშორებს. წლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ადვილი არ ყოფილა. შვენ გვქონდა …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო: “მთავარია გოლი არ გავუშვათ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის მთავარი ამოცანა დაცვაში კარგი თამაშია. „ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და წელი კარგად დავასრულეთ. სეზონის დასაწყისში გაღებულმა ძალისხმევამ დიდი შედეგი ახლა გამოიღო. ეს არის გუნდი, რომელიც ტაქტიკურად კარგადაა მომზადებული, რგოლებს შორის კავშირი მყარია. თუმცა, მატჩის დასაწყისის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “კარგია, მაგრამ სეზონი გრძელია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და თქვა, რომ პირველმა წრემ კარგად ჩაიარა. „პირველმა წრემ ძალიან კარგად ჩაიარა, თითქმის ყველა თამაში მოვიგეთ, ძალიან მყარი გუნდი ვართ. თუმცა, სეზონი გრძელია. შესაბამისად, უნდა შევინარჩუნოთ ეს რიტმი, მშვიდად ვიმუშაოთ, რომ ჩვენს დასახულ …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუს დუბლი და გამარჯვებით დასრულებული 2018 წელი

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წელი გამარჯვებით დაასრულა. „იუვემ“ წლის ბოლო შეხვედრა ტურინში, გენუის „სამპდორიასთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. შეხვედრა მასიმილიანო გუნდისთვის იდეალურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე იგებდა. კრიშტიანუ რონალდუმ დიაგონალური დარტყმით მოახერხა გატანა. თუმცა, პირველ ტაიმში „იუვეს“ ფეერიული ფეხბურთი არ უთამაშია. მერე იყო პაულო დიბალას დარტყმა, რომელიც …

სრულად წაკითხვა »