მთავარი / 2018 (გვერდი 5)

Yearly Archives: 2018

“იუვე” – “რომა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „რომა“ მარიო მანჯუკიჩის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: შჩესნი 6.5 – 90-ე წუთზე საუკეთესო იყო, როდესაც კრისტანტეს სახიფათო დარტყმის დროს გაფრინდა. მანამდე დიდი საქმე არ ჰქონია. დე შილიო 6.5 – მანჯუკიჩს საგოლე პასი პასი გაუკეთა, მას შემდეგ რაც ბენტნკურმა კარგად იბრძოლა. დაცვაში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” კიდევ ერთი რეკორდი

ტურინის „იუვენტუსისთვის“ მიმდინარე სეზონი რეკორდებითაა გამორჩეული. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 17 ტურის შემდეგ 49 ქულა დააგროვა (16 მოგება, 1 ფრე) და სერია A-ს ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. აქამდე, ფაბიო კაპელოსა (2005-2006) და ანტონიო კონტეს (2013-2014) ფორმაციის „იუვემ“ 17 ტურის მერე 46 ქულის მოპოვება მოახერხა. ალეგრის გუნდმა კი ეს მიღწევა გააუმჯობესა. გარდა …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “ჩვენი საიდუმლო შრომაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მარცხენა მცველმა ალექს სანდრომ „რომასთან“ (1:0) შეხვედრა შეაფასა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის წარმატების საიდუმლო თვდაუზოგავი შრომაა. „დიახ, შესანიშნავი სეივები გააკეთა „რომას“ მეკარემ და კომპლიმენტიც დაიმსახურა. ჩვენ ვითამაშეთ დიდი გუნდის წინააღმდეგ და მოვახერხეთ ჩვენი მოვალეობის შესრულება. გამარჯვება ყოველთვის ადვილი არაა, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი ამის საშუალებას გვაძლევს. ამ გუნდის საიდუმლო …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ (1:0) მოგებული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია. „ჯერ კიდევ არაფერი მოგვიგია, საქმეს კარგად ვაკეთებთ და ზამთრის ჩემპიონები ვართ, მაგრამ 29 დეკემბრისთვის რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა გვქონდეს. ბიჭებმა მეორე ტაიმში თავი ძალიან კარგად დაიცვეს, ხოლო საპირისპირო მხარეს ოლსენმა რამდენიმე შესანიშნავი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ჩვენი ძალა გუნდურობაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „რომასთან“ (1:0) შეხვედრა შეაფასა. „ბებერი სინიორას“ კაპიტნის განცხადებით, „იუვეს“ სიძლიერე გუნდურობაში და არა ცალკეულ ფეხბურთელებში. „ამ გუნდის ძალა ერთეულ ფეხბურთელებში არაა. მე, კრიშტიანუ ან მარიო არა, არამედ კოლექტიური სიძლიერე და ეს დღეს საღამოს დავინახეთ. ახლა ცოტას დავისვენებთ და მერე ბერგამოში გასამართ მატჩზე ვიფიქრებთ. ვიცით, რომ …

სრულად წაკითხვა »

ანტონიო კონტესა და ანდრეა ანიელის შეხვედრა “ალიანც სთედიუმზე”

“იუვენტუსისა” და “რომას” შეხვედრას ყოფილი კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი ანდრეა ანიელი დაესწრო. მატჩის დაწყებამდე, კონტე და ანდრეა ანიელი ერთმანეთს მიესალმნენ და ეს იტალიელ ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ.

სრულად წაკითხვა »

კლაუდიო მარკიზიო ტურინში დაბრუნდა [ფოტოგალერეა]

“იუვენტუსმა” “რომა” 1:0 დაამარცხა, ხოლო აღნიშნულ შეხვედრას ტრიბუნებიდან კლაუდიო მარკიზიომ მიადევნა თვალი. “პრინჩიპინო” “ალიანც სთედიუმს” გუნდიდან წასვლის შემდეგ პირველად ესტუმრა. მატჩის დაწყებამდე კლაუდიო ფანებს მიესალმა და ფეხბურთელები მოინახულა…

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზამთრის ჩემპიონია

„იუვენტუსმა“ სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში „რომას“ უმასპინძლა და მარიო მანჯუკიჩის ერთადერთი გოლი სამი ქულისთვის საკმარისი გამოდგა. „იუვემ“ თამაში აქტიურად დაიწყო და უპირატესობა ხელთ მალევე იგდო. ტურინელები სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და 35-ე წუთზე გოლიც გავიდა. ნიკოლო ძანიოლოსთან ორთაბრძოლაში როდრიგო ბენტანკურმა არაფერი დათმო, შედეგად …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და ტექნიკური სპონსორი: შედარება იტალიურ და ევროპულ გუნდებთან

ტურინის „იუვენტუსის“ ტექნიკური სპონსორი 2027 წლამდე Adidas-ი იქნება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ დადასტურდა. შეთანხმების თანახმად, „იუვე“ 8 წლის განმავლობაში გერმანული კომპანიისგან 408 მილიონ ევროს მიიღებს. ვინაიდან განახლებული ხელშეკრულება ძალაში 2019 წლიდან შევა, გამოდის, რომ წელიწადში 51 მილიონ ევროზეა საუბარი. საინტერესოა, შედარება რომ მოვახდინოთ სხვა იტალიურ გუნდებთან, სხვაობა მართლაც დიდია. მაგალითად, …

სრულად წაკითხვა »

ბენატიას “იუვენტუსის” დატოვება უნდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მეჰდი ბენატია დიდი ალბათობით გუნდს ზამთარში დატოვებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, მაროკოელ ფეხბურთელს გერმანული გუნდები ეპატიჟებიან – „შალკე“ და „დორტმუნდი“. აღსანიშნავია, რომ ბენატია „იუვეში“ სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამის შესახებ საჯაროდ არცთუ დიდი ხნის ისაუბრა კიდეც. იტალიური მედიის ცნობით, თუ იანვარში ბენატია გუნდიდან წავა, „იუვენტუსს“ მისი შემცვლელის დამატება მოუწევს. …

სრულად წაკითხვა »