მთავარი / 2018 (გვერდი 2)

Yearly Archives: 2018

პარატიჩი: “კუადრადოს შემცვლელები გვყავს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ ხუან კუადრადოს ტრავმის მიუხედავად „იუვე“ იანვარში მის შემცვლელს არ იყიდის. პარატიჩი მიიჩნევს, რომ ტურინელთა რიგებში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისს აღმოფხვრავენ. გარდა ამისა, მან ლეონარდო სპინაცოლას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის გუნდში დარჩება. „კუადრადოს გამო ვწუხვართ და ვუსურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “სამპდორიასთან”

„იუვენტუსი“ სულ ცოტა ხანში 2018 წელს ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. უკვე ცნობილია ის თერთმეტეტული, რომელიც მასიმილიანო ალეგრიმ შეარჩია გენუის „სამპდორიას“ წინააღმდეგ სათამაშოდ. შჩესნი; დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

კუადრადოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაუკეთდა. „ბებერი სინიორას“ ვებგვერდის ინფორმაციით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და უახლოეს დღეებში კოლუმბიელი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს. სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა მუხლის ტრავმა 12 დეკემბერს, „იანგ ბოიზთან“ შეხვედრაში მიიღო და თავდაპირველად, ტურინელები იმედოვნებდნენ, რომ კუადრადო ოპერაციის გარეშე მოახერხებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ ასე არ მოხდა. ხუანი …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო რემსის ტრანსფერს მიესალმება

ლეგენდარული ანდრეა პირლო აარონ რემსის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის ფაქტს ეხმაურება. „მაესტროს“ განცხადებით, თუ ასე მოხდა, „იუვეს“ რიგებს კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი შეემატება. „რემსი ძალიან კარგი შენაძენი იქნება და „იუვენტუსი“ კდიევ ერთ ძლიერ ფეხბურთელს დაიმატებს, რადგან რემსი დიდი ფეხბურთელია“, – განაცხადა პირლომ Sky Sport-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, …

სრულად წაკითხვა »

მარკო ჯამპაოლო: “იუვე” მხოლოდ რონალდუ არაა”

გენუის „სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, „იუვე“ ევროპის გამორჩეულ გუნდებშია და „სამპას“ განსაკუთრებული თამაშის ჩვენება დასჭირდება. „სამპდორიას“ მხოლოდ ბურთის ფლობა არ ეყოფა კარგი მატჩის ჩასატარებლად, რადგან თამაშის რიტმს როგორც წესი „იუვე“ აკონტროლებს და სახიფათო მომენტებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ბურთზე კონტროლი განსაკუთრებულად უნდა დავაწესოთ და …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სამპდორიასთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი გენუის „სამპდორიას“ წინააღმდეგ ცნობილია. მცირე ტრავმების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ ფედერიკო ბერნარდესკი და ბლეზ მატუიდი. სამაგიეროდ, მასიმილიანო ალეგრის როდრიგო ბენტანკური გამოაკლდა, რომელიც დისკვალიფიცირებულია. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბონუჩი, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: 2018 წელი კარგ განწყობაზე უნდა დავასრულოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 2018 წლის ბოლო მატჩის წინ, რომელსაც „იუვე“ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, პრეკოსნფერენცია გამართა. ალეგრის განცხადებით, მისმა გუნდმა წელი კარგ ხასიათზე, გამარჯვებით უნდა დაასრულოს: „სამპდორია“ „ხვალ ძალიან რთული და გრძელი მატჩი გველოდება. სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ, შვებულებაში მშვიდად გავიდეთ და 2018 წელი კარგი განწყობით დავასრულოთ. „სამპდორია“ …

სრულად წაკითხვა »

ტურამი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი ლილიან ტურამი მიიჩნევს, რომ „ბებერი სინიორა“ ჩემპიონთა ლიგის გამორჩეული ფავორიტია. ფრანგს ამის მიზეზად კრიშტიანუ რონალდუ მიაჩნია. „იუვენტუსი“ თავისი ფეხბურთელებით და ისტორიით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ყოველთვისაა. თუმცა, მიმდინარე სეზონში განსაკუთრებულად კრიშტიანუ რონალდუს დამატების გამო“, – განაცხადა ტურამმა. შეგახსენებთ, რომ ლილიან ტურამი „იუვენტუსის“ ღირსებას 2001-2006 წლებში იცავდა.

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი დაბრუნდა

„იუვენტუსი“ 2018 წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას შეუდგა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღო ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელსაც „ატალანტასთან“ შეხვედრა ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო გაუცდა. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ 29 დეკემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა »

“ეს რთული პერიოდია” – ბენატია “იუვენტუსში” უკმაყოფილოა

მეჰდი ბენატია დიდი ალბათობით იანვარში „იუვენტუსს“ დატოვებს. 31 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 11 ნოემბერს, „მილანთან“ ითამაშა და მას შემდეგ მასიმილიანო ალეგრის მოედანზე არ გაუყვანია. გუშინ, ბენატიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის რთული პერიოდია: „ეს რთული მომენტია. მადლობა ყველას ვინც ამ პერიოდში მხარს მიჭერს, განსაკუთრებით მაროკოელებს მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »