ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ უდრამატულეს შეხვედრაში დაამარცხა – 4:3!
ამ შეხვედრაშ გულშემატკივრებმა ყველაფერი იხილეს და ეს თამაში დიდხანს არ დაავიწყდებათ. „რომა“ სწრაფადვე ტამი აბრაჰამის გოლით დაწინაურდა, თუმცა მალევე ფედერიკო კიეზას პასით პაულო დიბალამ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და ტაიმიც ასე დასრულდა.
სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ვითარება ძალიან ცეცხლოვანი იყო. „რომამ“ ორბურთიანი უპირატესობა მაველე ჰენრიხ მხითარიანისა და ლორენცო პელეგრინის გოლებით მოიპოვა და თითქოს ყველაფერი გადაწყდა. მანამდე „იუვე“ უფერულად თამაშობდა, პირველ ტაიმში ტრავმის გამო ფედერიკო კიეზაც მოისაკლისა და თითქოს მასიმილიანო ალეგრის გუნდს მორიგი მარცხი უნდა განეცადა.
თუმცა, არა! 70-ე, 74-ე და 77-ე წუთებზე ტურინელებმა 3 გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ! ჯერ მანუელ ლოკატელიმ შეამცირა სხვაობა, მერე დეიან კულუშევსკიმ გაათანაბრა და გამარჯვების გოლი მატია დე შილიომ შეაგდო. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. 81-ე წუთზე მატიას დე ლიხტმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, წითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა. ლორენცო პელეგრინის კი ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„იუვემ“ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა და ხასიათი მნიშვნელოვნად გამოიკეთა. ტურინულ გრანდს 38 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, წინ კი 12 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ მატჩი ელოდება.
„რომა“ – „იუვენტუსი“ 3:4 (1:1)
რომი, „სტადიო ოლიმპიკო“
„რომა“ (3-5-2): რუი პატრისიო; იბანიესი, კრისტანტე, სმოლინგი; მეიტლანდ-ნაილსი, პელეგრინი (მაიორალი 88), ვერეტუ (პერესი 78), მხითარიანი, ვინა; აფანა-გიანი (შომუროდოვი 71), აბრაჰამი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, რუგანი, დე შილიო; ლოკატელი, ბენტანკური (არტური 64), მაკკენი; დიბალა (კიელინი 82), კინი (მორატა 64), კიეზა (კულუშევსკი 32)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 აბრაჰამი (11), 1:1 დიბალა (18), 2:1 მხითარიანი (48), 3:1 პელეგრინი (53), 3:2 ლოკატელი (70), 3:3 კულუშევსკი (74), 3:4 დე შილიო (77)
გამოუყენებელი პენალტი: პელეგრინი (83, მეკარე)
გაფრთხილება: ვერეტუ (50), იბანიესი (51), კრისტანტე (76) – კუადრადო (45), დე ლიხტი (52, 81), ლოკატელი (65)
გაძევება: დე ლიხტი (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 14 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: დავიდე მასა