მთავარი / სიახლეები / სერია A / ჯენტილე: “იუვემ” ოთხეულში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა”

ჯენტილე: “იუვემ” ოთხეულში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კლაუდიო ჯენტილემ განაცხადა, რომ სერია A-ს ოთხეულში მოხვედრის შანსი „იუვემ“ „რომასთან“ წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა.

მან ასევე ისაუბრა ანხელ დი მარიაზე და თქვა, რომ არგენტინელი კონტრაქტის განახლებას იმსახურებს.

„დიახ, ჩემი აზრით, დი მარიასთან კონტრაქტი უნდა განახლდეს. მას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაამტკიცა, რომ დიდებული მოთამაშეა, რომელიც პასუხისმგებლობასაც იღებს. თუმცა, ასევე უნდა შევხედოთ კლუბის სიტუაციას, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც სეზონის ბოლოს მიიღება.

ოთხეულში მოხვედრის ოცნება გუშინდელი მარცხის შემდეგ საბოლოოდ გაქრა, მაგრამ სასწაული იქნებოდა ამ წაგების გარეშეც. „რომასთან“ წაგების მერე კი შანსი საბოლოოდ დაიკარგა. ეს მარცხი მტკივნეულია, რადგან დაუმსახურებული იყო. „იუვემ“ ბურთი სამჯერ ძელს გაარტყა, კარგად ითამაშა, „რომა“ კი არ ყოფილა საკმარისად უკეთესი „იუვეზე“, რომ ის დაემარცხებინა. მაგრამ ეს ფეხბურთია, მომავალზე ფიქრია საჭირო“, – თქვა ჯენტილემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 35 ქულით მერვე ადგილზეა და ოთხეულთან 12 ქულა აშორებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …