მთავარი / სიახლეები / ჯანი დი მარციო: “არ შეიძლება ამ “იუვემ” კიეზას და დიბალას გარეშე ითამაშოს”

ჯანი დი მარციო: “არ შეიძლება ამ “იუვემ” კიეზას და დიბალას გარეშე ითამაშოს”

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ჯანი დი მარციომ, რომელმაც თავის დროზე „ნაპოლის“ დიეგო მარადონას შეძენა ურჩია და ტრანსფერი გაჩარხა, „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ტურინულ გრანდს პაულო დიბალასა და ფედერიკო კიეზას გარეშე თამაში არ შეუძლია და მათთან ერთად განსხვავებული გუნდია.

„ქულა, რომელიც „იუვემ“ მოიპოვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კიდევ ერთი ქულა სატურნირო ცხრილში, რომელიც პოზიტიურ სერიას აგრძელებს. ამ მომენტისთვის ეს მისაღებია. „ინტერთან“ ორი „იუვე“ ვიხილეთ, დიბალასთან და კიეზასთან ერთად სულ სხვა გუნდი იყო.

საჭიროა გავიგოთ, რატომ არ ითამაშა კიეზამ ძირითადში, მითუმეტეს, თუ გინდა კონტრშეტევებზე ითამაშო. ბერნარდესკი კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს დაუსრულებია მომწიფების პროცესი. ამ გუნდს ხარისხი სჭირდება, კიეზას და დიბალას გარეშე თამაში არ შეიძლება“, – თქვა დი მარციომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …