მთავარი / სიახლეები / სუპერთასის თამაში 5 იანვარს მილანში, “ნაპოლისთან” მატჩი, რომელსაც აფრიკელები აკლდება, გადაიდება

სუპერთასის თამაში 5 იანვარს მილანში, “ნაპოლისთან” მატჩი, რომელსაც აფრიკელები აკლდება, გადაიდება

იტალიის სუპერთასის მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის დიდი ალბათობით 5 იანვარს გაიმართება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერენ, რომ ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება. იტალიის სუპერთასის მატჩებს სკუდეტოს მფლობელი გუნდის არენამ ბოლოს 2010 წელს უმასპინძლა. მას შემდეგ, რაც „იუვემ“ ზედიზედ 9-ჯერ მოიგო სკუდეტო, სუპერთასის მატჩი ერთხელაც არ ჩატარებულა ტურინში და ყოველთვის ნეიტრალურ მოედანზე იმართებოდა, მაგრამ ახლა Lega Calcio-მ ასეტი სუბიექტური გადაწყვეტილება.

კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ის, რომ 6 იანვარს, ტურინში „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ სერია A-ს მატჩია დაგეგმილი, რომელიც უნდა გადაიდოს. ეს მხოლოდ „ნაპოლის“ აწყობს, რადგან იანვარში აფრიკის თასის გამო ნეაპოლელები წამყვან მოთამაშეებს, კალიდუ კულიბალის, ვიქტორ ოსიმენსა და ზამბო ანგისას დაკარგავენ, მაგრამ თუ თამაში გადაიდება, ისინი „იუვესთან“ სხვა დროს გუნდს დაეხმარებიან…

გავიხსენოთ ისიც, რომ „იუვემ“ ნეაპოლში სწორედ სანაკრებო მატჩების გამო ვერცერთი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ვერ დაიხმარა და მეტოქეს განახევრებული შემადგენლობით ეთამაშა. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მაგალითად იმავე მიზეზის გამო ესპანეთში „ბარსელონას“, „რეალის“ და „ატლეტიკოს“ მატჩები გადაიდო (სამხრეთამერიკელების გვიან დაბრუნების გამო), მაგრამ როცა ეს პრობლემა „იუვეს“ ჰქონდა, ეს გაფიქრებითაც არავის გაუფიქრებია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …