მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “შემეშინდა, სუნთქვაც მიჭირდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ”

შჩესნი: “შემეშინდა, სუნთქვაც მიჭირდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი გულ-მკერდის არეში ტკივილის გამო პირველივე ტაიმში შეცვალეს.

მან მოედანი ცრემლებით დატოვა და ყველა შეაშინა. თუმცა, პოლონელი მეკარე კარგადაა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„კარგად ვარ, ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ კონტროლი გავიარე და ყველაფერი რიგზეა. მატია კარგად ვარჯიშობდა და თამაშის საშუალება მივეცი, მერე კი ორი სასწაული გააკეთა (იღიმის – რედ). შემეშინდა, მსგავსი რამ არასდროს მომსვლია, სუნთქვაც კი მიჭირდა, მაგრამ უკეთ ვარ.

მატია კარგი ბიჭია, კარლოსთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, სამწუხაროა, რომ მას არ მოუწია თამაში, თორემ ისიც სასწაულს მოახდენდა“, – თქვა შჩესნიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …