მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “სპორტინგი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სპორტინგი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ლისაბონის „სპორტინგი“ ფედერიკო გატის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – ყველა შეაშინა, როდესაც გაჩერდა, დახმარება მოითხოვა და შიშისგან ცრემლებით დატოვა მოედანი. მანამდე მან შესანიშნავად ითამაშა კოატესისა და პედრო გონსალვეშის დარტყმებზე, გაუმართლა, როდესაც მოედნის ცენტრში არაზუსტი პასი გააკეთა.

პერინი 7.5 – გაუხურებელი ჩაერთო თამაშში, მაგრამ მაინც გარანტიაა და დამატებულ დროში რამდენიმე წამში ორი სასწაული მოახდინა.

გატი 7.5 – მისი მხრიდან ვერავინ მიდის. ის თვეების განმავლობაში იტანჯებოდა, მაგრამ ფრაიბურგიდან მოყოლებული თითქმის ყოველთვის „იუვეში“ საუკეთესოა. ახლა გადამწყვეტი გოლიც გაიტანა, ეს ზღაპარია.

ბრემერი 7 – გადამწყვეტი, დომინირებს თავის ზონაში და ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

დანილო 6.5 – მოუმატა, მაგრამ მხოლოდ ბოლოსკენ.

კუადრადო 6 – გამოიყენა მთელი გამოცდილება, მაგრამ ხიფათს ვერასდროს ქმნის.

ლოკატელი 5.5 – „იუვე“ ვერ ახერხებს შეტევას, ორკაციან ნახევარდაცვაში გაუჭირდა, ბევრად უკეთესი იყო, როდესაც მოედანზე ფაჯოლი შევიდა.

პარედესი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

რაბიო 6.5 – თითქმის ყოველთვის მარტო ცდილობს ნახევარდაცვის ბალანსის შენარჩუნებას.

რაბიო 5 – წააგო დუელი რიკარდო ესგაიოსა და ედვარდსთან, კიეზასთან კი შეთამაშება უჭირს.

ფაჯოლი 6 – მისი მოედანზე შესვლიდან დაიწყო გუნდის მოწესრიგება.

დი მარია 6 – ის ჩვეულებრივზე მეტად დაბლა იწევს, რაღა მანევრირება სცადოს. დასაწყისში კიეზას საოცარი პასი გაუკეთა, საგოლე ჩაწოდებაც მისია.

პოგბა შ.გ – ის ისევ დაბრუნდა და ერთხელ დაცვაში კარგად ითამაშა.

კიეზა 6 – ცდილობს სიმწვავეს, მაგრამ ბოლომდე არ გამოდის. საგოლე მომენტი ჰქონდა დასაწყისში, მაგრამ ადანიმ აჯობა. შემდეგ მთელ ფლანგზე თავგანწირვით ითამაშა.

მილიკი 5.5 – მარტივ არჩევნებში შეცდომებს უშვებს.

ვლაჰოვიჩი 6 – თავიდანვე გააფრთხილეს, გოლი სჭირდებოდა ათასი მიზეზით, ვერ გაიტანა, მაგრამ გოლში დიდი წვლილი შეიტანა.

ალეგრი 6 – „იუვე“ გაუწონასწორებელი იყო, მაგრამ ბოლოს ბალანსი იპოვა და მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …