მთავარი / სიახლეები / გატის სადებიუტო გოლით “სპორტინგს” აჯობა

გატის სადებიუტო გოლით “სპორტინგს” აჯობა

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ლისაბონის „სპორტინგი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

„იუვემ“ კარგად ვერ ითამაშა, მეტოქე უპირატესობას ფლობდა, თუმცა საპასუხო შეხვედრის წინ მინიმალური უპირატესობა მოიპოვა. პირველი საგოლე მომენტი მე-12 წუთზე ფედერიკო კიეზას ჰქონდა, რომელსაც მეკარემ აჯობა. ამის შემდეგ „სპორტინგის“ კარნახით წავიდა თამაში და ორჯერ გუნდი ვოიცეხ შჩესნიმ გადაარჩინა.

პირველი ტაიმის ბოლოს შჩესნი გულ-მკერდის ტკივილით მოედნიდან გავიდა, ის ტიროდა და ფანებში შიში გამოიწვია. საბედნიეროდ, სამედიცინო გამოკვლევის პასუხებით, ყველაფერი რიგზეა.

მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ ტაქტიკა შეცვალა, გუნდი უფრო გააქტიურდა და გოლიც გაიტანა. 73-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩის დარტყმა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, მაგრამ დამატებაზე ფედერიკო გატიმ გაიტანა. ბოლო დროს იტალიელი მცველი ძალიან კარგ ფორმაშია და ახლა სადებიუტო გოლიც გაიტანა, თანაც დიდი მნიშვნელობის.

მატჩის ბოლოს გმირობა ჩაიდინა მატია პერინმა, რომელმაც ერთ მომენტში ორჯერ იხსნა გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, 1:0. ეს არ არის დიდი უპირატესობა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მაინც კარგი შედეგია.

საპასუხო შეხვედრა ამ გუნდებს შორის ერთ კვირაში, 20 აპრილს გაიმართება. მანამდე „იუვე“ 16 აპრილს, „სასუოლოს“ ესტუმრება.

„იუვენტუსი“ – „სპორტინგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 გატი (73)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …