მთავარი / სიახლეები / პერინი: “პირველმა ტაიმმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ჯერ ვერ ვიზეიმებთ”

პერინი: “პირველმა ტაიმმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ჯერ ვერ ვიზეიმებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ძირითადად ვოიცეხ შჩესნიზე ისაუბრა, რომელიც ინტერვიუს დროს მასთან ერთად იყო და ჩაეხუტა.

„შჩენის კარგადაა, ეს არის პირველი, რაც ვიკითხე, როცა გასახდელში დავბრუნდი. ვფიქრობ, მოედანზე ჩანს ის, რაც მეკარეებს გვაკავშირებს, წარმოუდგენელი ჰარმონიაა ჩვენს შორის ისევე, როგორც პინსოლიოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეკარეა. ვაჩვენეთ, რომ კაცების გუნდი ვართ. „სპორტინგთან“ პირველმა ტაიმმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ჯერ ვერ ვიზეიმებთ“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 16 აპრილს, სტუმრად „სასუოლოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …