მთავარი / სიახლეები / სერია A / ფრე “ინტერთან” და -10 ქულა ლიდერთა დუეტთან

ფრე “ინტერთან” და -10 ქულა ლიდერთა დუეტთან

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „იუვენტუსი“ „ინტერს“ ესტუმრა და მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა.

მასიმილიანო ალეგრიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ფედერიკო კიეზა თადარიგში გაამწესა, რომლის შემცვლელი დეიან კულუშევსკი 65 წუთის განმავლობაში საშინლად თამაშობდა. გუნდს პაულო დიბალაც დაუბრუნდა, მაგრამ ისიც კიეზას დარად შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

„იუვემ“ გოლი სწრაფად გაუშვა. მე-17 წუთზე ედინ ჯეკომ ცარიელ კარში მას მერე გაიტანა, რაც ჰაქან ჩალჰანოღლუს დარტყმა ძელს მოხვდა და მას მიუვიდა. მასპინძლებს მეტი რეალური შანსი არ ჰქონიათ, მაგრამ მომენტებს ვერც „იუვენტუსი“ ქმნიდა.

89-ე წუთზე კი პენალტი დაინიშნა. დენზელ დუმფრისმა ალექს სანდროს ფეხში ჩაარტყა და VAR-ის დახმარებით მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც პაულო დიბალამ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

„იუვე“ წაგებას გადაურჩა, მაგრამ ოდნავ უკეთ რომ ეთამაშა, თავისუფლად შეეძლო მოგება, რადგან „ინტერიც“ ცუდად გამოიყურებოდა. ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ და „მილანს“ უკვე 10 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „ბებერი ქალბატონი“ 27 ოქტომბერს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:0)

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; დარმიანი, ბარელა (ვესინო 90), ბროჟოვიჩი, ჩალჰანოღლუ (გალიარდინი 61), პერიშიჩი (დუმფრისი 72); ლაუტარო მარტინესი (სანჩესი 72), ჯეკო

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო (დიბალა 65), მაკკენი (არტური 83), ლოკატელი (კაიო ჟორჟე 83), ბერნარდესკი (ბენტანკური 18); კულუშევსკი (კიეზა 65), მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ჯეკო (17), 1:1 დიბალა (89, პენ)

გაფრთხილება: ბარელა (40), პერიშიჩი (71) – ალექს სანდრო (44), კიელინი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 16 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მაურიციო მარიანი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …