მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მნიშვნელოვანი ქულაა, თუმცა “სასუოლოსთან” აუცილებლად უნდა მოვიგოთ”

ალეგრი: “მნიშვნელოვანი ქულაა, თუმცა “სასუოლოსთან” აუცილებლად უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულაა, მაგრამ ახლა „სასუოლოსთან“ მომდევნო მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ.

„ეს ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. გოლამდე იყო მომენტები, რომლებიც კარგად ვერ ჩავხურეთ და უკეთ გარჯა შეგვეძლო. „ინტერის“ წინააღმდეგ უფრო თავდაჯერებულად ვითამაშეთ და ეს მნიშვნელოვანი ქულაა, რადგან სეზონის დასაწყისში ბევრი ქულა დავკარგეთ.

კიეზა თადარიგში? თავიდან უფრო ფიზიკურ თამაშს ვვარაუდობდი და კულუშევსკი ბროჟოვიჩზე პრესინგისთვის მჭირდებოდა. კარგი ქულა მოიპოვეთ, მაგრამ ახლა ოთხშაბათს, „სასუოლოსთან“ აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

ბონუჩის რა წერილი გადავეცი? მე არ დამიწერია, ლანდუჩიმ დაწერა. ბერნარდესკის ტრავმის დროს გაშვებული გოლი და შეცვლა რომ მომესწრო? ეს უბრალოდ დამთხვევაა, მან მითხრა, რომ ერთი წუთი მომეცად ადა მეც მოვიცადე. 10 კაცით შეიძლებოდა ეს გოლი არ გაგვეშვა.

თავდაჯერებულობის ნაკლებობა? ეს პირველ სამ ტურში დაკარგული 8 ქულის ბრალია. ამან ჩვენზე მცირე გავლენა მოახდინა. უნდა ვიმუშაოთ, დღეს კარი მშრალად ვეღარ შევინახეთ, მაგრამ დაცვაში აგრესიულად ვითამაშეთ და მეტოქეს ცოტა მომენტი შევაქმნევინეთ.

კარიო ჟორჟე? მან იცის ფეხბურთის თამაში, ცოცხალი ბიჭია, სივრცეებს კარგად პოულობს, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია. არტური? საოცარი მოთამაშეა და ბურთს ძალიან კარგად ფლობს.

რა წავიღეთ სახლში ამ თამაშიდან? „ინტერთან“ ჩამორჩენა იგივე დარჩა და პოზიტიური სერია გავაგრძელეთ. ჯერ კიდევ შორს ვართ ლიდერის პოზიციიდან და ამას მოთმინება სჭირდება. დიბალა? მას არაჩვეულებრივი თვისებები აქვს, ბროჟოვიჩზე ზეწოლა დავავალე და ეს გააკეთა. ვინც შეცვლაზე შედის, ყველამ კარგად უნდა ითამაშოს, რადგან სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 9 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …