მთავარი / სიახლეები / ფაჯოლი: “ჩვენ შეგვიძლია სხვა ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყოთ”

ფაჯოლი: “ჩვენ შეგვიძლია სხვა ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფაბიო მირეტი, მატიას სულე და ნიკოლო ფაჯოლი პირველ გუნდში საბოლოოდ დააწინაურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მეორე გუნდში არ დაბრუნდებიან და მთელ სეზონს მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში გაატარებენ.

ამასთან დაკავშირებით, „იუვემ“ სამივე ფეხბურთელს, რომელიც აკადემიიდან დააწინაურეს, წარდგენა მედიის წინაშე გაუკეთა და მათ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ნიკოლო ფაჯოლიმ განაცხადა, რომ მას იჯარით სხვა გუნდში წასვლა შეეძლო, მაგრამ დარჩენა გადაწყვიტა და ძალიან ბედნიერია.

„იუვესთან“ ერთად რამდენიმე ახალგაზრდული ეტაპი გავიარე, ვიყავი პრიმარევაშიც, შემდეგ იყო 23-წლამდე გუნდი და რამდენიმე წლის წინ შეკრებაზე ალეგრიმ წამიყვანა, ორი წლის წინ 6 თვე მთავარ გუნდში გავატარე, როცა გუნდში პირლო მუშაობდა. შემდეგ „კრემონეზეში“ იჯარით წავედი, რომ სათამაშო დრო მიმეღო, ახლა კი უკან დავბრუნდი. ჯიჯი მილანიმ აქ 11 წლის ასაკში მომიყვანა, სტადიონზე დავდიოდი, რომელიც ჩემთვის ოცნება იყო. „იუვენტუსის“ ქომაგი ვარ, ამიტომაც ავირჩიე აქ თამაში, რაც ჩემთვის უპირატესობაა. ვიცით, რას ნიშნავს აქ თამაში და შეგვიძლია მაგალითი ვიყოთ ახალგაზრდული გუნდის სხვა წევრებისთვის, რომლებიც მწვერვალზე ასვლაზე ოცნებობენ.

ბევრ დიდ ფეხბურთელთან ვვარჯიშობდი, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუც იყო, ეს ძალიან დიდი გამართლება გახლდათ. პირლოსთან გატარებული სეზონის შემდეგ სათამაშო დროისთვის წასვლის გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, ეს კარგი არჩევანი იყო. პირველ გუნდში მუდმივად ყოფნა ჩემთვის ოცნებაა, ბედნიერი ვარ. ახლაც მქონდა იჯარით წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ და ბედნიერი ვარ.

23-წლამდე გუნდის ყოლა მნიშვნელოვანია, რადგან პრიმავერადან პირველ გუნდამდე ძალიან დიდი ნაბიჯია, რომლის გადადგმა ახალგაზრდებს უჭირთ, ამიტომ, უმჯობესია ითამაშო პროფესიონალებში, თუნდაც სერია C-ში. „იუვენტუსის“ მხრიდან ძალიან სწორი არჩევანი იყო, როცა 23-წლამდე გუნდის შექმნა გადაწყვიტეს“, – თქვა ფაჯოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლის „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში ჯერ მხოლოდ 3 თამაში აქვს ჩატარებული. მან გასული სეზონი „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც 33 მატჩში 3 გოლით და 7 საგოლე პასით გამოირჩა, რის შედეგადაც სერია B-ს საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …