მთავარი / სიახლეები / მირეტი: “მიხარია, რომ პირველ გუნდში დამაწინაურეს, ეს ოცნების ახდენაა”

მირეტი: “მიხარია, რომ პირველ გუნდში დამაწინაურეს, ეს ოცნების ახდენაა”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფაბიო მირეტი, მატიას სულე და ნიკოლო ფაჯოლი პირველ გუნდში საბოლოოდ დააწინაურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მეორე გუნდში არ დაბრუნდებიან და მთელ სეზონს მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში გაატარებენ.

ამასთან დაკავშირებით, „იუვემ“ სამივე ფეხბურთელს, რომელიც აკადემიიდან დააწინაურეს, წარდგენა მედიის წინაშე გაუკეთა და მათ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ფაბიო მირეტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ოცნება და მიზანი აუხდა:

„იუვეში“ ბავშვობაში მოვედი, როცა 8 წლის ვიყავი და აქ მთელი ახალგაზრდული გზა გავიარე. ბოლო ორი სეზონი 19-წლამდელებში ვთამაშობდი, შემდეგ 23-წლამდე გუნდში, შარშან კი პირველ გუნდში გამომიძახეს და რამდენიმე თამაში ჩავატარე. ამ ზაფხულს გუნდს შეკრებაზე ცოტა მოგვიანებით შევუერთდი და ახლა პირველი გუნდის სტაბილური წევრი ვარ.

8 წლის ვიყავი და „იუვეს“ ვგულშემატკივრობდი. ამიტომ, აქ თამაშის გადაწყვეტილება რთული არ იყო. არსებობდა ინტერესი „ტორინოს“ მხრიდან, მაგრამ როცა „იუვენტუსიც“ დაინტერესდა, ოჯახთან ერთად „იუვე“ ავირჩიე „ტორინოს“ ნაცვლად. ახალგაზრდულ სექტორში გაზრდილი მოთამაშეები მზად ვართ „იუვესთვის“, ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება და მისი მნიშვნელობა, რას ითხოვს კლუბი ჩვენგან. ახლა ჩემი მიზანია ბევრი ვისწავლო ჩემი გამოცდილი თანაგუნდელებისგან.

გასულ წელს ყველაზე რთული ფიზიკური და ტექნიკური ადაპტაცია იყო, დონეები განსხვავებულია. მეორე ასპექტი ფსიქოლოგიური გახლდათ: ვარჯიშზე სწრაფად ადაპტირება და პირველ გუნდში თამაშები განსხვავებული რიტმისაა. ჩემი კერპი ნედვედი იყო, ახლა უკვე დე ბრუინია. აქ ყოფნა ოცნებაა, რომელიც წლების შემდეგ მიზნად იქცა და მიხარია, რომ ამას მივაღწიე. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები.

რით მოახდინა ჩემზე პსჟ-თან თამაშმა შთაბეჭდილება? სისწრაფე და ხარისხი, რომლითაც ისინი ასრულებდნენ მოძრაობებს, ყველაფერს ექსტრემალური ხარისხით აკეთებდნენ“, – თქვა მირეტიმ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფაბიო მირეტიმ მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, გასულ სეზონში კი მოედანზე 7-ჯერ გავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …