მთავარი / სიახლეები / მატიას სულე: “ხანდახან ვერც ვხვდები, რა მოხდა”

მატიას სულე: “ხანდახან ვერც ვხვდები, რა მოხდა”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფაბიო მირეტი, მატიას სულე და ნიკოლო ფაჯოლი პირველ გუნდში საბოლოოდ დააწინაურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მეორე გუნდში არ დაბრუნდებიან და მთელ სეზონს მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში გაატარებენ.

ამასთან დაკავშირებით, „იუვემ“ სამივე ფეხბურთელს, რომელიც აკადემიიდან დააწინაურეს, წარდგენა მედიის წინაშე გაუკეთა და მათ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. მატიას სულემ განაცხადა, რომ მან „იუვენტუსი“ დაუფიქრებლად აირჩია, რადგან ასეთ გუნდში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა.

„17-წლამდე გუნდში გადმოვედი, რამდენიმე ტრავმა მივიღე, მერე პანდემია დაიწყო და ბევრი არ მითამაშია. შემდეგ ვითამაშე ახალგაზრდულ ლიგაში მადრიდის „რეალთან“, 2020 წლის შემდეგ კი მუდმივად ვთამაშობდი, რადგან ტრავმები არ მაწუხებდა. მამაჩემთან და ჩემს აგენტთან ერთად რესტორანში ვიყავი, როცა აგენტმა მითხრა, რომ სამი გუნდის შეთავაზება მქონდა და ამერჩია. მან მოსაფიქრებლად ერთი კვირა მომცა, მაგრამ მაშინვე ვუთხარი, რომ „იუვეში“ თამაში მინდოდა. ვიცოდი სირთულეები, მაგრამ მიყვარს გამოწვევები. ბავშვობაში ასეთ დიდ გუნდზე ვოცნებობდი.

სერია A ძალიან განსხვავდება იმისგან, სადაც აქამდე ვთამაშობდი. მშვიდად ვარ და ვიცი, რომ ჩემი დროც მოვა, რადგან მწვრთნელი და კლუბი მენდობიან. ვარჯიშებზე 100%-ით ვიხარჯები. დი მარიასთან ურთიერთობა? არგენტინელი ვართ და ეს ბუნებრივია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ჯერ სახლში არ მესტუმრა, მაგრამ აუცილებლად მოვა. პირველ გუნდში ყოფნა წარმოუდგენელი ემოციაა, როცა ოთახის ნომერს გაძლევენ, ხვდები, რომ აქ ხარ და ეს მშვენიერია. ხანდახან, ვერც ვხვდები, რა გავაკეთე“, – თქვა სულემ.

შეგახსენებთ, რომ მატიას სულეს მთავარ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, სულ კი ჯერ მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …