მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ანტიპათიური, მაგრამ გამარჯვებული გუნდი უნდა ვიყოთ”

ალეგრი: “ანტიპათიური, მაგრამ გამარჯვებული გუნდი უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ გამარჯვება აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

„სალერნიტანა“ გადარჩენისთვის მებრძოლთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. შარშან ნიკოლამ დიდი სამუშაო შეასრულა და წელსაც იგივეს აგრძელებს. რთული მატჩი იქნება, რადგან აუცილებლად 3 ქულა გვჭირდება. ლოკატელი გადაღლილია და არ ითამაშებს, ამიტომ, აუცილებლად პარედესი ითამაშებს, რომელიც გუნდს კარგად შეერწყა. დი მარია სავარაუდოდ ოთხშაბათს „ბენფიკასთან“ დაბრუნდება. კიეზა ვარჯიშობს, მაგრამ არა გუნდთან ერთად, მის გარდა არ იქნებიან პოგბა, კაიო ჟორჟე, აკე და შჩესნი.

პსჟ-თან 0:2-ის შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ლამაზები, უნდა ვიყოთ შეუხედავები, მაგრამ გამარჯვებულები. ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ წაგებული თამაშის შემდგე შეგვაქეს. კარგი რეაქცია გვქონდა, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წაგების შემდეგ არ შეიძლება ბედნიერი იყო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და სწორად უნდა მივუდგეთ.

ვიცი, რომ მუშაობის და გამარჯვების მოპოვების დიდი სურვილი არსებობს. თავიდანვე გვაკლია მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომ არა ეს, მეტი ცვლილების განხორციელების შანსი მექნებოდა. 13 ნოემბრიდან წესით უკეთეს პირობებში უნდა ვიყოთ. ელკანის სიტყვები სკუდეტოზე? მისი ოპტიმიზმი ძალიან მახარებს, მეც ოპტიმისტი ვარ.

კინი პარიზში კარგად ჩაერთო თამაშში, მაგრამ ფლორენციაში – ცუდად. მარცხნივ თამაში მისთვის უფრო ადვილია. ვლაჰოვიჩი? ვცდილობთ დავეხმაროთ მას. პარიზში დუშანმა ძალიან კარგად ითამაშა ტექნიკური თვალსაზრისით. ვლაჰოვიჩი და მილიკი ერთად? მათ აჩვენეს, რომ ერთად თამაში შეუძლიათ. ხვალ არ ვიცი ითამაშებენ თუ არა ერთად, რადგან მილიკს დიდი ხანია ამდენი არ უთამაშია. როდის დაბრუნდება კიეზა? იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე, მაგრამ იანვარში 100%-ით ჩვენთან იქნება.

კრიტიკა არ მაწუხებს, მე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ გამარჯვებას უნდა დავუბრუნდეთ. სერიოზულად ვმუშაობთ საიმისოდ, რომ სადაც ყოფნას იმსახურებს. შარშან ვერაფერი მოვიგეთ და ახლა კიდევ უფრო მშივრები უნდა ვიყოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 11 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …