მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “ინტერი” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “ინტერი” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ინტერი“ სტუმრად ფილიპ კოსტიჩის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა.

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში სერია A-ს ორივე მატჩი „ინტერთან“ ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია, რაც 1976-1977 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. გარდა ამისა, 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეინახა სეზონში ორივე მატჩში „ინტერის“ წინააღმდეგ კარი მშრალად.

„ინტერმა“ 21-ე საუკუნეში მეორედ წააგო სერია A-ში სეზონში საწყისი 27 მატჩიდან 9 შეხვედრა. მანამდე იყო 2011-2012 წლების სეზონში 11 წაგება 27 ტურში.

„იუვენტუსს“ ბურთის ფლობის მხოლოდ 30.8% მაჩვენებელი ჰქონდა, რაც 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ სერია A-ში „ბიაინკონერისთვის“ ყველაზე დაბალი შედეგია.

ფილიპ კოსტიჩის გოლი მე-100 იყო „ინტერის“ წინააღმდეგ სერია A-ში სტუმრად. „იუვე“ მეორე გუნდია „მილანის“ შემდეგ (117), რომელმაც იტალიის ჩემპიონატში „ინტერს“ გასვლაზე მინიმუმ 100 გოლი გაუტანა.

ადრიენ რაბიომ 3 საგოლე პასი მიითვალა მიმდინარე სეზონში. უკეთესი შედეგი 2017-2018 წლების სეზონში პსჟ-ს მაისურით ლიგა 1-ში ჰქონდა, როცა 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„იუვენტუსმა“ ამ მატჩში გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …