მთავარი / სიახლეები / სერია A / “სპეცია” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სპეცია” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „სპეცია“ მოიზე კინისა და ანხელ დი მარიას გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

პერინი 7.5 – მადლიერების სეზონი, ფუფუნება და ამავე დროს უსაფრთხოებაა, რომ ის მეორე მეკარე იყოს. ჯაზის სეივი შედევრია.

დანილო 6.5 – დაცვაში საუკეთესოა.

რუგანი 6 – ბონუჩის ამჯობინეს, რომელიც ჯერაც არ არის საუკეთესო კონდიციაში, მან სამკაციან დაცვაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე პრობლემების გარეშე ითამაშა.

ალექს სანდრო 6 – განსაკუთრებული შეცდომების გარეშე ითამაშა. ალეგრი მას ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ენდობა.

კუადრადო 5 – დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ არ არის ფორმაში და რეცას წინააღმდეგ გაუჭირდა.

დე შილიო 6 – შეურაცხყოფის და ქების გარეშე ითამაშა.

პარედესი 5 – ალეგრიმ მეძალას პოზიციაზე ათამაშა, მაგრამ ტემპი და არჩევანი ყოველთვის იგივეა. როდესაც კოსტიჩს დაეჯახა და გაჩერდა, სასოწარკვეთის კიდევ ერთი ნიშანია.

ფაჯოლი 6 – მალევე გააფრთხილეს, მაგრამ შემდეგ მოწესრიგებული თამაში ჩაატარა.

ლოკატელი 5.5 – დასაწყისი საშინელია. მეოცე წამზე გააფრთხილეს, რის გამოც ტურინულ დერბის გამოტოვებს მერეც უჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთესი იყო.

რაბიო 6 – ნახევარდაცვაში ყველაზე დამაჯერებელი ყოველთვის ის არის.

კოსტიჩი 6.5 – დაბრუნდა ძირითადში და საბოლე პასი გააკეთა, რამაც ანგარიში გახსნა.

ილინგ-ჟუნიორი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

ვლაჰოვიჩი 5.5 – გოლი გაუუქმეს, მაგრამ პრაქტიკულად არასდროს ჩანს.

ბონუჩი შ.გ – ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, მხოლოდ 1 წუთი.

კინი 7 – ამჯერად არ შეცდა, პირველივე კარგი მომენტი გამოიყენა.

დი მარია 7 – „იუვეს“ უჭირს, სჭირდება ჩემპიონის თამაში და დი მარია ამას აკეთებს. გამარჯვება მისმა გოლმა საბოლოოდ განაპირობა.

ალეგრი 6 – სამი მძიმე ქულა, ის მართავს გუნდს და ეს დამატებითი ღირებულებაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …