მთავარი / სიახლეები / სერია A / სკანავინო: “სასამართლოსგან თავს მშვიდად ვიცავთ, თავდაჯერებულები ვართ”

სკანავინო: “სასამართლოსგან თავს მშვიდად ვიცავთ, თავდაჯერებულები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ „იუვეს“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისინი მუშაობენ და თავს მშვიდად იცავენ.

„მოიცადეთ, ვნახოთ რა იქნება 19 აპრილს. იმედია, ყველაფერი ჩვენთვის საუკეთესოდ გადაწყდება. რაბიოს და დი მარიას კონტრაქტები? ვმუშაობთ, მომავალი სეზონისთვის ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ რა მოხდება აპრილში. ბევრი მნიშვნელოვანი სასამართლო გვაქვს, პირველი 19 აპრილს, შემდეგ ევროპა ლიგასა და იტალიის თასზე მიზნები გვაქვს მისაღწევი.

სასამართლო პროცესები? თავდაჯერებულები ვართ, თავს მშვიდად ვიცავთ და ველოდებით განაჩენებს, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – თქვა სკანავინომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …