მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “კიეზა ვერ ითამაშებს, დი მარია მზადაა, პოგბა არ ვიცი, როდის დაბრუნდება”

ალეგრი: “კიეზა ვერ ითამაშებს, დი მარია მზადაა, პოგბა არ ვიცი, როდის დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

„იმედი მაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ სეზონს კარგად განვაახლებთ. პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია, კარგი პერიოდიდან მოვდივართ, მაგრამ ხვალ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ალექს სანდროს 3 კვირაა არ უთამაშია, შემადგენლობას ხვალ დილით გადავწყვეტ, რადგან წინ ასევე გველოდება იტალიის თასის მატჩი. კიეზა განაცხადში არ იქნება, რადგან ტკივილს მუდმივად განიცდის. მუშაობს ტკივილის ფონზე, ვზრუნავთ იმაზე, რომ სამშაბათს ჩვენს განკარგულებაში იყოს. ვლაჰოვიჩი კარგ ფორმაში დაბრუნდა, მილიკი უკეთაა, ასევე კინიც. სულემ „ინტერთან“ კარგად ითამაშა, დი მარია ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი გვყავდეს, რადგან შეცვლები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აქამდე, რადგან აპრილში 9 მატჩი გველოდება და ეს მნიშვნელოვანი მატჩებია, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ – სეზონში 58 მატჩის ჩატარება გვინდა. პოგბა არ ვიცი, როდის დაბრუნდება, ის მუშაობს. საზარდული კარგად აქვს, ახლა უნდა ვნახოთ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე თავს როგორ იგრძნობს.

რაბიოსა და პარედესის დისკვალიფიკაციების შემდეგ ნახევარდაცვაში ჩვენს განკარგულებაში დარჩნენ ლოკატელი, ფაჯოლი, მირეტი, სულე და ბარენეჩეა. ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ბევრი ითამაშეს და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. ნუ დაგვავიწყდება კინიც, ვლაჰოვიჩიც, რომელიც მხოლოდ 23 წლისაა. „გატი“ ფროზინონედან“ მოვიდა. „იუვენტუსს“ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.

კინმა ძალიან მოუმატა, ტექნიკურად და მენტალურად. მიმდინარე სეზონში მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, მან გაიტანა გოლები და კარგი მატჩები ჩაატარა. შემდეგ იყო „რომასთან“ გაკეთებული სისულელე, მაგრამ კარგი ჯარიმის გადახდა მოუწია.

ფაჯოლი ძალიან გაიზარდა, მაგრამ კიდევ უნდა გაიზარდოს, რადგან ჯერ მხოლოდ დასაწყისშია. მას ველაპარაკე, ნორმალურია, რომ მასზე ვსაუბრობდეთ, უნდა გააგრძელოს ზრდის პროცესი, ისევე, როგორც მირეტიმ, რომელსაც ჰქონდა ვარდნის მომენტი, მაგრამ ეს ნორმალურია, თუ ახალგაზრდა ხარ. ფაჯოლიმ უნდა იპოვოს ბალანსი, არ უნდა აღელდეს, სეზონის ფინალურ ნაწილს საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდეს.

დღეს კარგი განცდები მქონდა, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, „ინტერთან“ გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გავაკეტეთ. აპრილმა შეიძლება მოგვცეს საშუალება ძალიან მნიშვნელოვანი მაისი გვქონდეს, სადაც შეგვიძლია გავიდეთ ევროპა ლიგისა და იტალიის თასის ფინალში. ევროპა ლიგაზე გზა ჯერ კიდევ გრძელია, იტალიის თასზე კი ჩვენს წინაშე მხოლოდ „ინტერია“. სერია A-ში 56 ქულა გვაქვს, მოპოვებული მეორე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ შარშანდელი სატურნირო რეიტინგი. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მილანში მოგებით ყველაფერი მოგვარებულია, ენთუზიაზმი სწორად უნდა ვმართოთ, მაგრამ ხვალ სახიფათო მატჩია „ვერონასთან“, რომელიც ბევრს დარბის, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. „ინტერთან“ მილანში მატჩი ზურგს უკანაა, ახლა ახალი მიზნები უნდა დავისახოთ.

ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ, რომ მშვენიერი მაისი გვქონდეს. ამასობაში დაგვიბრუნდა ყველა ბონუჩის, პოგბას და კაიო ჟორჟეს გარდა. კიეზაც გვაკლია, მაგრამ მის შემთხვევაში საქმე მხოლოდ ორ დღესთან გვაქვს. საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ, ხვალ უნდა ვეცადოთ მოგებას, შემდეგ „ვერონას“ განზე გადავდებთ და „ინტერთან“ მატჩზე ვიფიქრებთ, მაგრამ ვერ ვიფიქრებთ სამი ტურნირის გაყოფაზე.

კოსტიჩი კარგადაა, თამაში შეუძლია. დი მარია? ძნელად წარმოსადგენია, რომ ძირითადში თამაში დაიწყოს, მაგრამ შეუძლია შეცვლაზე თამაში. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ სტადიონი სავსე იქნება, ეს გუნდისთვის კარგია, თუმცა, ეს ასახავს, რომ ეს გუნდი უყვართ, „იუვეს“ დნმ-ს ნაწილია. გუნდის ყველაფერს აძლევს და ცდილობს შედეგის მიღწევას, ვფიქრობ, გულშემატკივარი ამას აფასებს. ხვალ საღამოს თამაში ფანების დახმარებით უნდა მოვიგოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვერონას“ მატჩი 1 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …