მთავარი / სიახლეები / საულს “ატლეტიკოს” დატოვება უნდა და “იუვენტუსი” დაინტერესებულია

საულს “ატლეტიკოს” დატოვება უნდა და “იუვენტუსი” დაინტერესებულია

საულ ნიგეზი მზადაა მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვოს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Marca იტყობინება.

წყაროს თანახმად, საულის მომავალ კლუბებს შორის, „ივენტუსია“. თუმცა, არსებობს დაბრკოლება, რაც ფეხბურთელის მაღალ ხელფასში გამოიხატება. საულით ასევე დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერი“, „ბაიერნი“ და პსჟ.

ამ ეტაპზე სხვა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ მადრიდელები პაულო დიბალას შეძენით არიან დაინტერესებულნი, რამაც შეიძლება საულის ტრანსფერზე გავლენა იქონიოს.

საულ ნიგეზი „ატლეტიკოს“ აღზრდილია და 337 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …