მთავარი / სიახლეები / სერია A / “სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სასუოლო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში სტუმრად „სასუოლო“ პაულო დიბალსა და მოიზე კინის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – საშუალო შეფასება, რომელიც დაიმსახურა იმ სეივების გამო, რომელიც 0:0-მდე ჰქონდა. გოლი თავის კუთხეში გაუშვა.

დე შილიო 6 – ცუდისა და კარგის გარეშე. მთლიანობაში ტრაორემ „იუვენტუსის“ დაცვას პრობლემები ვერ შეუქმნა.

ბონუჩი 6.5 – „სასუოლო“ მისი ზონიდან უტევდა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მოუმატა. „იუვეს“ მეორე გოლი მისი შესანიშნავი გრძელი პასით დაიბადა.

რუგანი 5.5 – არ იყო თავდაჯერებული.

კიელინი 6.5 – დაცვაში ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

ალექს სანდრო 5.5 – ბერარდი მას ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა.

ბერნარდესკი 6 – ვერაფერი შექმნა, მაგრამ არც ნეგატიური თამაში ჰქონდა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება მას მოლოდინის გაცრუება ვუწოდოთ.

მირეტი შ.გ – ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბოლო წუთები ითამაშა.

ზაკარია 6.5 – კარგად ითამაშა, მათ შორის დიბალაზე საგოლე პასიც გააკეთა.

დანილო 6 – არ იყო 100%-ით მზად, მაგრამ ითამაშა და ძვირფასი როლი შეასრულა ნახევარდაცვაში.

რაბიო 5.5 – უკან გადადგმული ნაბიჯი ბოლო მატჩებთან შედარებით. როგორც სუფთა ნახევარმცველი ბევრად სასარგებლოა, ფლანგზე უჭირს.

დიბალა 7 – რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ დიდებული გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს და რობი ბაჯოს შედეგამდე 1 გოლი აკლია, რომ „იუვენტუსის“ ყველა დროის ბომბარდირებში მეცხრე ადგილზე გადავიდეს.

ვლაჰოვიჩი 5.5 – ერთი ყველას წინააღმდეგ, არც ისე კარგად იმუშავა, მინიმუმ „სასუოლოსთან“.

მორატა 5.5 – მან დაკარგა ბურთი „სასუოლოს“ საგოლე შეტევის დასაწყისში. შემდეგ მოიპოვა ბურთი დიბალას გამათანაბრებელი გოლის შეტევაში. კარგსა და ცუდს შორის იყო. გოლის გატანაც შეეძლო.

კინი 7 – როგორც მინიმუმ ცდილობდა. უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

ალეგრი 6 – მოიგო, ბინძური და ცუდი თამაშით, როგორც მას მოსწონს. მაგრამ ეს „იუვე“ გულშემატკივარს ვერაფრით ართობს, მიზნები ასე თუ ისე თითქმის მიღწეულია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …