მთავარი / სიახლეები / სერია A / კინი: “ვცდილობ, ყოველთვის მზად ვიყო და ამ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო”

კინი: “ვცდილობ, ყოველთვის მზად ვიყო და ამ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „სასუოლოსთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფორვარდმა აღნიშნა, ყოველთვის ცდილობს მზად იყოს და ის გააკეთოს, რასაც მწვრთნელი სთხოვს.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია თამაშში შეცვლაზე კარგად ჩაერთო, იყო მზად და გააკეთოს ის, რასაც მწვრთნელი გთხოვს. რა თქმა უნდა, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ პირველ რიგში ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და ეს მნიშვნელოვანია. სტუმრად თამაში ადვილი არ არის, განსაკუთრებით ახლა „სასუოლოსთან“, რომელიც კარგ ფორმაშია.

ყოველ შემთხვევაში გასვლაზე მოვიგეთ. მომავალი? ვცდილობ მზად ვიყო, როცა მწვრთნელი თამაშის შესაძლებლობას მომცემს. ვცდილობ, 100%-ით დავიხარჯო ამ მაისურისთვის და გუნდისთვის“, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 66 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ნაპოლის“ უკვე ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „რომას“ 8 ქულით უსწრებს. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ტურში 1 მაისს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …