მთავარი / სიახლეები / “სასუოლოს” დირექტორი: “ლოკატელისთვის 40 მილიონი საკმარისი არაა”

“სასუოლოს” დირექტორი: “ლოკატელისთვის 40 მილიონი საკმარისი არაა”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ მანუელ ლოკატელიზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკება იქნება და „იუვენტუსის“ გარდა, რამდენიმე უცხოური გუნდიც არის დაინტერესებულია.

„ჩვენთვის ლოკატელი ყველაზე ძვირადღებული და მნიშვნელოვანი შენაძენი იყო. მირაბელისთან დავიწყე მოლაპარაკება და შემდეგ ლეონარდოსთან მომიწა. შემდეგ გალიანიმ დამირეკა და მითხრა, რომ „მილანის“ სასარგებლოდ გამოსავალი მომეძებნა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კლუბში აღარ მუშაობდა, „როსონერის“ გულშემატკივრად რჩებოდა, მაგრამ თვეზე მეტი მოლაპარაკებები დაწყებული იყო და არაფერი შემეძლო.

მას ბევრი მსურველი ჰყავს და ევრო 2020 კარგი კარგი ვიტრინაა, განსაკუთრებით უცხოური გუნდებისთვის. ამ დღეებში ყველაფერს სწორად შევაფასებთ. „იუვენტუსი“ ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელმაც მისი ტრანსფერი მოგვთხოვა, მაგრამ ლოკატელისთვის დიდი კონკურენციაა და არ არის მარტივი ოპერაცია. ყველას მოუწევს საუკეთესო არჩევნის გაკეთება. 40 მილიონი ევრო შეიძლება საკმარისი არ იყოს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მისი ფასი გაიზარდა.

გასულ კვირაში შევხვდით „იუვენტუსს“ და კერუბინის, მაგრამ დეტალებზე არ გვისაუბრია. „არსენალი“ დაინტერესებულ კლუბებს შორისაა, ვადასტურებ, მათ მნიშვნელოვანი შეთავაზებაც გაგვიკეთებს, უფრო მეტიც, ეს იყო ერთადერთი კონკრეტული წინადადება, რომელიც ამჟამად მიღებული გვაქვს“, – თქვა კარნევალიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ფასის გარდა, ლოკატელის ტრანსფერს აარონ რემზიც აფერხებს, რომელსაც „იუვენტუსიდან“ წასვლა არ სურს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …