მთავარი / სიახლეები / მაროტა: “ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება პოგბას გაყიდვა და იგუაინის შეძენა იყო”

მაროტა: “ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება პოგბას გაყიდვა და იგუაინის შეძენა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ახლა „ინტერში“ მუშაობს, გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც მან „იუვეში“ განახორციელა.

ასეთად მაროტა პოლ პოგბას გაყიდვას და გონსალო იგუაინის შეძენას მიიჩნევს:

„ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება 2016 წელს იყო, როდესაც პოგბა 105 მილიონ ევროდ გავყიდეთ და ამას 10 მილიონი ბონუსად დაემატა, მერე კი იგუაინი ვიყიდეთ.ეს ოპერაცია ყველა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პოგბა უფასოდ გვყავდა დამატებული და შესაბამისად, ყველაზე დიდი მოგება მოიტანა“, – თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …