მთავარი / სიახლეები / როგორ შეიცვლება პოგბას ტრავმით “იუვეს” სატრანსფერო გეგმები

როგორ შეიცვლება პოგბას ტრავმით “იუვეს” სატრანსფერო გეგმები

პოლ პოგბას ტრავმა სატრანსფერო ბაზარზე „იუვენტუსის“ გეგმებს ცვლის. ტურინელებს აქამდეც აინტერესებდათ და ახლა უფრო გაძლიერდება ინტერესი ლეანდრო პარედესის მიმართ.

პსჟ-ს ნახევარმცველი კრისტოფ გალტიეს გეგმებში არ არის და ის კარგად იცნობს იტალიასაც, სადაც „ემპოლისა“ და „რომას“ რიგებში თამაშობდა. თუმცა, პარედესის ტრანსფერი დიდწილად დამოკიდებულია არტურის მომავალზე და იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ბრაზილიელის გასხვისებას „იუვე“ მოახერხებს.

გარდა ამისა, შეიძლება კლუბმა ნიკოლო როველას შენარჩუნებაც გადაწყვიტოს, რომელმაც ამხანაგურ მატჩებში კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ აქამდე მის განათხოვრებაზე აქტიურად იწერებოდა. უფრო მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ფაქტია, რომ პოლ პოგბას ტრავმამ ტურინელთა რიგებში შეშფოთება გამოიწვია და კლუბს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრი ისევ მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …