მთავარი / სიახლეები / შოკი იუვენტუსში – პოგბამ შესაძლოა 2023 წლამდე ვერ ითამაშოს

შოკი იუვენტუსში – პოგბამ შესაძლოა 2023 წლამდე ვერ ითამაშოს

პოლ პოგბას ტრავმა გაცილებით სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ელოდნენ და ფრანგს არათუ ორი, არამედ შეიძლება 6 თვე გაუცდეს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგმა მუხლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რის გამოც წლის ბოლოს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს. გვერდითი მენისკის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

ტურინელთა თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა რამდენიმე დღეში ოპერაციას, მაგრამ ოპერაციამდე კონსულტაციამ ისე არ ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. სიტუაცია უფრო სერიოზული ჩანს, ვიდრე მოსალოდნელი გახლდათ და გამოჯანმრთელების ვადა ორ თვეზე გაცილებით მეტია. ამიტომაც, მხარეებმა მოცდა გადაწყვიტეს.

ამ მიზეზით პოლი ტურინში დაბრუნდა, რათა „იუვენტუსის“ სტაფთან გაიაროს კონსულტაცია, სანამ საფრანგეთში გაემგზავრება სანდო ექიმთან კონსულტაციისთვის. არსებობს ორი გზა: ოპერაციის გარეშე მკურნალობა (მაგრამ რეციდივების უფრო დიდი რისკი) და აღდგენის ხანმოკლე დრო, ან ოპერაცია, რომელიც გაცილებით გაახანგრძლივებს მოედანზე მისი დაბრუნების დროს.

„იუვენტუსს“ და ფეხბურთელს სურთ თავიდან აიცილონ ხანგრძლივი უქმობა, რაც პოგბას მუნდიალსაც კი გამოატოვებინებს და „იუვენტუსს“ მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება. ყველაფერს უახლოესი კონსულტაციები გამოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ისიც 45 წუთი და მერე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …