მთავარი / სიახლეები / ზაკარია: “პოგბას ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ მისი შეცვლა შეგვიძლია”

ზაკარია: “პოგბას ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ მისი შეცვლა შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილია. შვეიცარიელი ფეხბურთელის თქმით, პოლ პოგბას შესაცვლელად „იუვეს“ საკმარისი რაოდენობის ნახევარმცველები უკვე ჰყავს.

„კმაყოფილი ვარ თამაშით, კარგად ვვარჯიშობ და ნელ-ნელა თანაგუნდელებს უკეთ ვუგებ მოედანზე, განსაკუთრებით ნახევარმცველებს. „ბარსელონასთან“ კარგი და სასარგებლო მატჩი იყო. შეგვიძლია მომატება, მაგრამ მზადება კარგად მიდის.

დი მარიასთვის თამაში იმდენად მარტივია, რომ ჩვენთვისაც ამარტივებს. მას უზარმაზარი ხარისხი აქვს, რომელიც ამ სეზონში ძალიან დაგვეხმარება და დიდ კმაყოფილებას მოგვანიჭებს. „იუვესთვის“ სუპერშენაძენია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა მიზნამდე მისვლაში დაგვეხმარება.

როდესაც გავიგეთ, რომ პოგბამ ტრავმა მიიღო, ძალიან სამწუხარო მომენტი იყო. თუმცა, ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელი გვყავს, არა მხოლოდ მე, რომელსაც შეუძლია მის ადგილას თამაში. პოლს მაშინვე ველაპარაკე, როცა დაშავდა. რთული პერიოდია და ნორმალურია, რომ ცუდადაა, მაგრამ პოლი ძლიერია, მას ძლიერი ხასიათი აქვს და დარწმუნებული ვართ, რომ მალე დაბრუნდება და გამარჯვებების მოსაპოვებლად ძალიან დაგვეხმარება“, – თქვა ზაკარიამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …