მთავარი / სიახლეები / რობერტო მანჩინი: “მე საოცარი ბიჭები მყავს”

რობერტო მანჩინი: “მე საოცარი ბიჭები მყავს”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მას საოცარი ბიჭები ჰყავს, რომლებმაც გამარჯვება დაიმსახურეს.

„გოლი სწრაფად გავუშვით და თავიდანვე გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვდომინირებდით, კარგები ვიყავით. არ ვიცი, რა ვთქვა, ბიჭები შესანიშნავები იყვნენ. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და გულშემატკივრისთვის. ბედნიერები ვართ, რომ კარგად ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ იტალია ზეიმობს. ახლა ბედნიერები ვართ.

ამაზე ფიქრი შეუძლებელიც კი იყო, მაგრამ მე საოცარი ბიჭები მყავს და სიტყვები არ მაქვს ამ გუნდთან დაკავშირებით. ჩვენი გზის გავლა ადვილი არ იყო, ფინალი ძალიან რთული თავიდანვე გახდა, მაგრამ შემდეგ ვდომინირებდით. პენალტებში იღბალიც საჭიროა და ინგლისელების გამო ვწუხვარ.

გუნდი ძალიან გაიზარდა და ვფიქრობ, რომ კიდევ შეუძლია მომატება. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ახლა იტალიელებს ძალიან გვიხარია“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მათ შორის, „იუვენტუსის“ ოთხი ფეხბურთელია – ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო კიეზა და ფედერიკო ბერნარდესკი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …