მთავარი / სიახლეები / “ბაიერნის” მწვრთნელი: “კიეზა ძალიან მომწონს”

“ბაიერნის” მწვრთნელი: “კიეზა ძალიან მომწონს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა ტურინულ გრანდში უკვე დააფიქსირეს პოზიცია – კიეზა არ იყიდება.

დაინტერესებულ გუნდებს შორის ერთ-ერთი მიუნხენის „ბაიერნია“, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა.

„დიახ, მინდა კიეზა ჩემს გუნდში გუნდში იყოს, მე მისი გულშემატკივარი ვარ, ის ძალიან ძლიერია, მაგრამ ასევე ძვირიც ღირს. შემიძლია ვთქვა, რომ კიეზა ფანტასტიკური ფეხბურთელია, მას წლებია ვაკვირდები და საოცარია, ძალიან სწრაფია, დრიბლინგებით კარგია და გატანაც ეხერხება. თუმცა, ვიცი, რომ „იუვეს“ ფასი ძალიან, ძალიან მაღალია“, – თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და პირველივე სეზონში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშიც დაემატა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …