მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ჩემი კარიერის საუკეთესო საღამოა”

ბონუჩი: “ჩემი კარიერის საუკეთესო საღამოა”

იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი ინგლისთან ფინალის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ლეომ, რომელმაც თამაშიდან და პენალტების სერიაშიც გაიტანა გოლი. მან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ჩემი კარიერის ყველაზე ლამაზი საღამოა. ეს არის ოცნების ასრულება. დიდი გუნდია, სარდინიის შეკრებიდან დავიწყეთ დაჯერება, ნელ-ნელა რწმენა უფრო გაიზარდა. დღეს ლეგენდები გავხდით. ვხედავთ, რომ 58 ათასი ადამიანი სახლში მიდის. ეს არის ინგლისი, რომელიც დიდი გუნდია და მათ გამო ვწუხვართ, გულშემატკივრები იმედგაცრუებულები დარჩნენ, მაგრამ იტალიამ მათ გაკვეთილი ჩაუტარა. ისინი გახურებისას გვისტევდნენ, მაგრამ ვთქვით, რომ ამაზე საერთოდ არ უნდა გვეფიქრა“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მათ შორის, „იუვენტუსის“ ოთხი ფეხბურთელია – ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო კიეზა და ფედერიკო ბერნარდესკი.

აქვე გეტყვით, რომ ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსის” მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა (პირველი მიშელ პლატინია). ამავდროულად, ბონუჩი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორია – 34 წლის და 71 დღის.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …