მთავარი / სიახლეები / რიბერი: “ვლაჰოვიჩს დიდი ფეხბურთელის მენტალიტეტი აქვს”

რიბერი: “ვლაჰოვიჩს დიდი ფეხბურთელის მენტალიტეტი აქვს”

„სალერნიტანას“ ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ თავის ყოფილ თანაგუნდელზე, დუშან ვლაჰოვიჩზე, რომელთანაც ერთად „ფიორენტინაში“ თამაშობდა, მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც რიბერიმ აღნიშნა, ვლაჰოვიჩს სწორი მენტალიტეტი აქვს.

„ვლაჰოვიჩს სწორი მენტალიტეტი აქვს, ის ძალიან ბევრს მუშაობს. 2006 წელს, როცა ნაკრებში ვთამაშობდი, ჩემზე 10 წლით უფრო ვარსკვლავებთან ერთად ვიყავი, როგორებიც ზიდანი და ტურამი არიან. მათ ყველაფერში ვაკვირდებოდი, როგორ იქცეოდნენ, რადგან დიდი ჩემპიონები იყვნენ.

სამწუხარო იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის იტალიის გარეშე ყურება, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, თუნდაც ეს ყველასთვის რთული იყოს. იტალია იტალიაა, ისევ დიდ ნაკრებად რჩება“, – თქვა რიბერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …