მთავარი / სიახლეები / მაროტა: “ჩემი საუკეთესო ტრანსფერი პოგბა იყო”

მაროტა: “ჩემი საუკეთესო ტრანსფერი პოგბა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ახლა „ინტერში“ მუშაობს, განაცხადა, რომ ანდრეა ანიელისთან დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ „იუვეში“ დაბრუნებასთან ახლოს არ ყოფილა.

„იუვენტუსში“ დაბრუნებასთან ახლოს ვიყავი? სიცრუეა, კონკრეტული არაფერი იყო. ანიელისთან ცუდი ურთიერთობა მაქვს? ესეც ტყუილია, მასთან დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგი ვიყავი? ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია. გადაწყვეტილება 360 გრადუსით უნდა შეფასდეს, მაგრამ მისი ტრანსფერის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. ჩემი საუკეთესო ტრანსფერი პოგბა იყო. ის უფასოდ დავიმატეთ და მერე იმავე კლუბში 110 მილიონად გავყიდეთ“, – თქვა მაროტამ DAZN-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …