მთავარი / სიახლეები / რაბიო და ლოკატელი ტრავმირებულები არიან

რაბიო და ლოკატელი ტრავმირებულები არიან

ტურინის „იუვენტუსს“ საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს მანუელ ლოკატელი გამოაკლდა, რომელიც ვერც დღეს ითამაშებს „სალერნიტანასთან“ და ვერც ოთხშაბათს, ლისაბონის „ბენფიკასთან“.

მანუელს კუნთის პრობლემა აქვს და მისი დაბრუნება „მონცასთან“ მომდევნო ტურში ივარაუდება. გარდა ამისა, მცირე ტრავმა აქვს ადრიენ რაბიოსაც, რომლის თამაში „ბენფიკასთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში საეჭვოა. ყველაფერი მომდევნო დღეებზე იქნება დამოკიდებული.

სამაგიეროდ, „ბენფიკასთან“ ვარაუდობენ, რომ მოედანზე დაბრუნდებიან ანხელ დი მარია და ვოიცეხ შჩესნი, რომლებმაც ბოლო მატჩები გამოტოვეს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ დღეს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს, ხოლო 14 სექტემბერს, ლისაბონის „ბენფიკას“ ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …