მთავარი / სიახლეები / კიეზას დაბრუნება გადაიდო

კიეზას დაბრუნება გადაიდო

ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების მოლოდინშია, თუმცა იტალიელი ფეხბურთელის დაბრუნების დრომ გადაიწია.

262 დღე გავიდა, მას მერე, რაც კიეზამ ტრავმა მიიღო. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ 7 თვე გაუცდებოდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. თავად ფედერიკო ზაფხულში ამბობდა, რომ მოედანზე დაბრუნებას სექტემბრის დასაწყისში ვარაუდობდა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი ისე არ წარიმართა, როგორც იმედოვნებდნენ.

ამჟამად ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა სათამაშოდ ჯერ კიდევ არაა მზადყოფნაში. უკეთეს შემთხვევაში კიეზა თამაშს ოქტომბრის ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე მოახერხებს.

მასიმილიანო ალეგრიმ არაერთხელ დაადასტურა, რომ კიეზა 100%-ით მზად მხოლოდ იანვარში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებით შეიძლება მანამდე დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველმა მყესები მიმდინარე წლის 9 იანვარს გაიწყვიტა და მას მერე არ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …