მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მეტის გატანა მინდა”

რაბიო: “ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მეტის გატანა მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ გენუის „სამპდორიასთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირი გახდა.

„ზოგჯერ პასუხისმგებლობა მეც უნდა ავიღო, თუ ამის საჭიროებაა, დღეს მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე გამარჯვების მოსაპოვებლად და ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმით ნაკლებად კმაყოფილი ვარ, რომელიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ორი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. მატჩის განმავლობაში უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და უფრო კონცენტრირებულები ვიყოთ. ორი გოლის გატანა არ ნიშნავს, რომ უყურადღებოდ უნდა ვიყოთ. მოგება საჭირო იყო „ფრაიბურგთან“ მატჩისთვის კარგად მოსამზადებლად და კმაყოფილი ვარ.

ჩემი მომავალი „იუვეში“? ამჟამად არაფერზე ვფიქრობ. ბედნიერი ვარ გუნდის დახმარებით და მერე ვნახოთ. აქ კარგად ვარ, ბევრი გოლი გავიტანე და უფრო მეტის გატანაც მინდა“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, 7 სერია A-ში და 2 – ჩემპიონთა ლიგაზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …