მთავარი / სიახლეები / სერია A / სულე: “ამ გოლს დებიუტის დღიდან ველოდი და ტირილი მომინდა”

სულე: “ამ გოლს დებიუტის დღიდან ველოდი და ტირილი მომინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას სულემ „სამპდორიასთან“ მატჩში (4:2) სადებიუტო გოლი გაიტანა, როგორც „იუვეს“ მაისურით, ისე სერია A-ში. როგორც მან აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო.

„ამ გოლს ველოდები მას შემდეგ, რაც სერია A-ში ვთამაშობ. ემოციებისგან ტირილი მომინდა. პირველი ჩემს ოჯახზე ვიფიქრე. ალეგრიმ შემტევ ნახევარმცველად კარგად თამაში დამავალა, მაგრამ ასევე დაცვის დახმარებაც, რადგან დელიკატური მომენტი იყო.

დი მარია ბევრ რჩევას მაძლევს, ყოველთვის ვცდილობ მისგან ვისწავლო, მასთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში საამაყოა. მიყვარს ბურთის ფლობა და ხაზებს შორის თამაში. ვცდილობ გუნდს დავეხმარო და მეც ყველა ყოველდღე მეხმარება, ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალი“, – თქვა სულემ.

შეგახსენებთ, რომ მატიას სულე მხოლოდ 19 წლისაა და მთავარ გუნდში ის მიმდინარე სეზონში დააწინაურეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …