მთავარი / სიახლეები / პსჟ-ს მწვრთნელი: “პარედესმა “იუვენტუსთან” შეთანხმებას მიაღწია”

პსჟ-ს მწვრთნელი: “პარედესმა “იუვენტუსთან” შეთანხმებას მიაღწია”

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ ლეანდრო პარედესი „იუვენტუსში“ გადავა.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და პარედესი „ტულუზასთან“ არ ითამაშებს.

„პარედესი გუნდთან ერთად არ იქნება, რადგან მან „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პსჟ-ს ფეხბურთელია, გონებით ის სხვაგანაა“, – თქვა გალტიემ.

არგენტინელი ნახევარმცველი „იუვენტუსს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და იტალიურ გუნდს მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …