მთავარი / სიახლეები / ნიკოლო როველა იჯარით “მონცაში” გადავა

ნიკოლო როველა იჯარით “მონცაში” გადავა

ტურინის “იუვენტუსს” ნიკოლო როველა დატოვებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და მასიმილიანო ალეგრიმაც დაადასტურა.

როგორც ალეგრიმ თქვა, ის უკვე გაემგზავრა მონცაში. 20 წლის ფეხბურთელი “მონცას” მიმდინარე სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით შეუერთდება, შესაბამისად, ლომბარდიელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

ნიკოლო როველა “იუვენტუსმა” წელიწადნახევრის წინ “ჯენოადან” შეიძინა და გენუურ კლუბში ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე ზაფხულს ის ტურინში დაბრუნდა, პრესეზონი გუნდთან ერთად გაიარა და სერია A-ს ამ სეზონში სამივე შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა.

თუმცა, ვინაიდან ლეანდრო პარედესის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ნიკოლომ სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება რომ მიიღოს, მიმდინარე სეზონს “მონცაში” გაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …