მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სპეციასთან”

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სპეციასთან”

ტურინის “იუვენტუსი” სერია მეოთხე ტურში “სპეციას” უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრი შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ცვლილებებს დიდი ალბათობით მოახდენს.

გუნდს დაუბრუნდა ანხელ დი მარია, მაგრამ არგენტინელი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად ჯერ არაა. სავარაუდოდ, შედგება ფედერიკო გატის დებიუტი, რომელსაც იტალიური მედია ძირითადში ვარაუდობს.

შჩესნი; დანილო, ბრემერი, გატი, დე შილიო; რაბიო, ლოკატელი, მირეტი; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, კინი.

ასეთია იტალიურ პრესაში გავრცელებული 11-ეული, რომელიც სავარაუდოდ “სპეციასთან” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …