მთავარი / სიახლეები / სერია A / პლატინი: “იუვე” კარგად მოიქცა, რომ 9 წლის შემდეგ სხვებსაც მისცა გამარჯვების უფლება”

პლატინი: “იუვე” კარგად მოიქცა, რომ 9 წლის შემდეგ სხვებსაც მისცა გამარჯვების უფლება”

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ იტალიურ მედიასთან სერია A-ს აწ დასრულებული სეზონის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „იუვე“ ჭკვიანურად მოიქცა, რომ ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ გამარჯვების უფლებს სხვა გუნდებსაც მისცა.

„ჩემპიონი ყოველთვის უძლიერესი გუნდი ხდება. მინდა სტეფანო პიოლის მივულოცო, რომელთან ერთად ვთამაშობდი და ასევე, გამოჯანმრთელება ვუსურვო სტეფანო ტაკონის.

ჩემი აზრით ფეხბურთელები იგებენ ან აგებენ. მწვრთნელები აკეთებენ თამაშის ორგანიზებას, მაგრამ თუ კარგი ფეხბურთელი გყავს, გამარჯვება უფრო ადვილია.

„იუვენტუსი“ კარგად მოიქცა, რადგან ზედიზედ 9 წლის შემდეგ სხვებს გამარჯვების უფლება მისცა. ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, ისინი ჭკვიანურად მოიქცნენ“, – თქვა პლატინიმ.

შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინი „იუვენტუსში“ 1982-1987 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …