მთავარი / სიახლეები / პერინი: “ასეთი თამაშები ფუნდამენტურია და დრო გვჭირდება”

პერინი: “ასეთი თამაშები ფუნდამენტურია და დრო გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ასეთი თამაშები პრესეზონის დროს ფუნდამენტურია.

„კარგად ვმუშაობთ, ვითვისებთ ახალ სათამაშო სისტემას, მე ყველა ფეხბურთელის მხრიდან დიდი ენთუზიაზმი დავინახე. ჯგუფი იზრდება, დრო სჭირდება და ასეთი მატჩები ფუნდამენტურია, რადგან ამხანაგური თამაში დიდი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც „რეალია“, აღარ არსებობს, ყოველთვის მოგება გინდა. მეტოქე ძალიან მაღალი დონის იყო და ზუსტად ასეთ დონეზე ასვლა გვინდა ჩვენც. ვმუშაობთ ამისთვის. ჩემი თამაში? ფიზიკურად კარგად და მენტალურადაც დამუხტული ვარ“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ამერიკული შეკრება 1 მოგებით („ჩივასთან“ 2:0), 1 ფრით („ბარსელონასთან“ 2:2) და 1 წაგებით („რეალთან“ 0:2) დაასრულა. ტურინული გრანდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს “იუვეს” მეორე გუნდთან გამართავს, ხოლო 7 აგვისტოს, თელ ავივში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …