მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ბიჭების მუშაობით კმაყოფილი ვარ”

ალეგრი: “ბიჭების მუშაობით კმაყოფილი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგი თამაში იყო ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ.

„კარგი მატჩი იყო, რითაც ამერიკაში 10-დღიანი საქმიანო დასრულდა. ევროპის უძლიერეს გუნდს ვეთამაშეთ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვითამაშეთ, ვცდილობდით ბურთის კონტროლს. ბიჭების მუშაობით კმაყოფილი ვარ, ჯერ კიდევ ბევრი რაღაცის გაუმჯობესება შეგვიძლია, არიან ფეხბურთელები, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ. დღეს ორივე გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოგვეჩინა. ახლა ორი დღე დავისვენებთ და მერე დავბრუნდებით, სეზონის დაწყება ახლოვდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ამერიკული შეკრება 1 მოგებით („ჩივასთან“ 2:0), 1 ფრით („ბარსელონასთან“ 2:2) და 1 წაგებით („რეალთან“ 0:2) დაასრულა. ტურინული გრანდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს “იუვეს” მეორე გუნდთან გამართავს, ხოლო 7 აგვისტოს, თელ ავივში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …